ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ლეძამძესა და ნოქალაქევში მობილური საკონსულტაციო ცენტრი და ადვოკატები ჩავიდნენ

მიმდინარე საინფორმაციო და საკონსულტაციო კამპანიის ფარგლებში, 10 აპრილს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ლეძაძამესა და ნოქალაქევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილურ საკონსულტაციო ცენტრში ინდივიდუალური კონსულტაციები მიიღეს აღნიშნული სოფლების მცხოვრებელბმა. მათ ძირითადად აინტერესებდათ სოციალური საკითხები, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი პრობლემები, მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, სასარჩელო წარმოება და სხვა.

ორივე სოფელში მოქალაქეებს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს ფოთისიურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ნათია ბოჯგუამ, ადვოკატმა ზაზა კვირკველიამ, კონსულტანტმა სალომე ჯანჯღავამ და სენაკის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა მაია რობაქიძე-ძიძავამ.

იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი" არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია იმ დასახლებული პუნქტებისათვის, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს.