ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

კლინიკის პროგრამა

იურიდიული დახმარების სამსახურში ფუნქციონირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი და მოქმედი სასწავლო პროგრამის პრაქტიკული კურსი - იურიდიული კლინიკა, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკოს ადვოკატებთან ერთად რეალურ საქმეებზე მუშაობის შედეგად გამოიმუშავონ, განივითარონ ადვოკატისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება.

 

სწავლების პროცესი მიმდინარეობს საკონტაქტო (პრაქტიკული  მუშაობა, კლინიკის ანგარიშის პრეზენტაცია) და დამოუ­კი­დებელი მუშაობის (დასკვნითი გამოცდისათვის კლინიკური სწავლების ან­გა­­რიშის მომზადება და სხვა)  ფორმატით.

 

იურიდიული დახმარების სამსახურის კლინიკა ხელმისაწვდომია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების დამამთავრებელი და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის.

 

2021 წელს, COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებში სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. შესაბამისად, იურიდიული დამხარების სამსახურმა სტუდენტებს შესთავაზა სტაჟირების ჰიბრიდული მოდელი. კლინიკის ფარგლებში მათ შეეძლოთ, როგორც დისტანციურად, ისე ჩვეულ ფორმატში მიეღოთ მონაწილეობა კლინიკის პროგრამაში.