19-მაისს ქ. ზუგდიდში, ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებულ ამერიკის კუთხეში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქ. ზუგდიდში საქმიანი ლანჩზე მიიწვია იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს თანამშრომლები. შეხვედრის ძირითადი თემა იყო იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, სამომავლო გეგმები და საჭიროებები.
ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ ელჩს გააცნო ბიუროს მუშაობის სპეციფიკა, მართლმსაჯულების კუთხით რეგიონში არსებული საკითხები, გამოწვევები, პრობლემები. სამსახურის მიერ ცნობიერების ამაღლების კუთხით გაწეული საქმიანობა და სამომავლო გეგმები. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და დაგეგმილი ღონისძიებები. სკოლებში სამსახურის მიერ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და ბულინგის საკითხებზე ბავშვებთან ჩატარებული შეხვედრები. საუბარი შეეხეო ბავშვთა უფლებებს, ოჯახური ძალადობის საკითხებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა არის ძალიან დასაფასებელი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის და აღფრთოვანებას იწვევს ისიც, რომ ბიუროში დატვირთული საქმიანობის პარალელურად, საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები ახერხებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებას. აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა და ამერიკული კუთხის წარმომადგენლებმა სამომავლოდ სრული მხარდაჭერა აღუთქვეს იურიდიული დახმარების სამსახურს სხვადასხვა მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.