გაიცანით ჩვენი გმირები ნოა და ტასო, რომლებიც იმედი გვაქვს, თქვენი მეგობრები გახდებიან და ბევრ ამბავს გაგაცნობენ ბავშვთა უფლებების დაცვაზე, რაც იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ჩვენ ყოველდღიურად გვიხდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. სპეციალურად მოზარდებისთვის შევქმენით ვებგვერდი www.children.las.ge , სადაც ბავშები უამრავ საინტერესო თემებს ეცნობიან და ფორუმში ჩართულები არიან.
იმედია, თქვენც შემოგვიერთდებით!
გვინდა, პატარა ბენეფიციარებმა რაც შეიძლება მეტი შეიტყონ უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების შესახებ და მოგვმართონ, როცა დასჭირდებათ. სამსახურმა მოამზადა ანიმაციური ვიდეორგოლების სერია „ნოას და ტასოს ამბები“ და დღეს პირველ მათგანს წარმოგიდგენთ.
ვიდეოს გახმოვანებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს პატარა მსახიობებს - ანანო კერესელიძეს და მიხეილ ბელთაძეს.