• 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

სამტრედიაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

24 აგვისტოს, სამტრედიაში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ.

რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს წარუდგინა კონსულტანტი გიორგი გოგიტიძე, რომელიც სამტრედიის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.

ოფისის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, აგრეთვე, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებასთან, რომელთა შემადგენლობაში იურიდიული დახმარების სამსახურიდან კონსულტანტი გიორგი გოგიტიძე იქნება წარმოდგენილი.

დღის მეორე ნახევარში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სალხ-მუზეუმში გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.