რადიოგადაცემა „სამართლებრივი რჩევები“ დაიწყო 2020 წლის 6 ივლისიდან. გლობალური პანდემიის გამო, როდესაც ოფისები დახურული იყო და რადიო გადაცემამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი და აჩვენა, რომ ეს არის უფასო იურიდიული დახმარების ალტერნატიული, ეფექტური საშუალება - პირად, წერილობით, ონლაინ, სატელეფონო კონსულტაციასთან ერთად.
გადაცემა რადიო "იმედის" ეთრში გადის ორშაბათს, დილის 11 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დამთავრების შემდეგ.
რადიო გადაცემის ფარგლებში, გადაცემის სტუმრები - მაღალი კვალიფიკაციის იურისტებსა და წამყვანს შორის საუბარი მიმდინარობს ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, როგორიც არის: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, სექსუალური ძალადობა, ოჯახში ძალადობა, პერსონალური ინფორმაცია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საკითხები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ბავშვის უფლებათა კოდექსი პრაქტიკაში, ასოცირების ხელშეკრულება და ა.შ.