2024 წლის 19 იანვარს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2023 წლის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შეკრებილ საზოგადოებას მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, იურიდიული დახმარბის სამსახურის ყოფილმა დირექტორმა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის კოორდინატორმა ირინა ლორთქიფანიძემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პროგრამის კოორდინატორმა თორნიკე ცაგარეიშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის პროგრამის (UN OHCHR) ხელმძღვანელმა ბესო ბოხაშვილმა და იურიდიული დახმარების საბჭოს წევრმა რამაზ ჩინჩალაძემ.