ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ჩატარდა კონფერენცია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხებზე

29 თებერვალს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და მისი პირველი მოადგილე ნინო მელაძე მონაწილეობდნენ USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ ორგანიზებული კონფერენციაში სახელწოდებით: "გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი".

დავით სიმონიამ კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ვრცელი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ, რომელიც სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მათი უფლებების დაცვაში უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს.

ნინო მელაძემ ისაუბრა მიღწევებზე ბავშვის უფლებების დაცვის სფეროში, ასევე, ამ მიმართულებით იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და აქტივობებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების, მთავრობის, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული სამართლის უზენაესობის ტენდენციები, მიღწევები და ინსტიტუციების გაძლიერების საუკეთესო პრაქტიკა.

ღონისძიებას დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რობინ. დანიგანი, რომელმაც განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს დაუჭერს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დაეხმარება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერებას.

USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა