ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.
ნებისმიერ პირს. კერძოდ, საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქეს.
სამართლებრივ კონსულტაციას, დოკუმენტების შედგენას, ადვოკატის წარმომადგენლობას სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში.
კანონით გათვალისწინებულ პირს. კერძოდ, გადახდისუუნარო პირს, არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს, მხარდამჭერის მიმღებ პირს, თავშესაფრის მაძიებელს, პირს, რომელზეც ვრცელდება სავალდებულო დაცვა (დეტალურად იხილეთ „სამსახურის მანდატი“).
იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურეობა ბენეფიციარისთვის უფასოა. სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სამინისტროს ან სხვა უწყებას. სამსახური დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე.
2015 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს ეწოდებათ „საზოგადოებრივი ადვოკატები“.
ბენეფიციარს არ შეუძლია ადვოკატის არჩევა. ადვოკატის დანიშვნა ხორციელდება სამსახურში არსებული ელექტრონული სისტემის მეშვეობოთ, რომელიც ავტომატურად ადვოკატის დატვირთულობის მიხედვით ანაწილებს საქმეებს.
ქვეყნის მასშტაბით სამსახურს აქვს 43 ოფისი - 13 იურიდიული დახმარების ბიურო და 30 საკონსულტაციო ცენტრი. სამსახურის აპარატის გარდა, იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებში (დეტალურად სამსახურის მისამართები იხილეთ „ოფისებში“).
საკონსულტაციო ცენტრში მუშაობს მხოლოდ ერთი კონსულტანტი და სამართლებრივ რჩევებს გასცემს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ სამართლებრივ აკითხზე, ასევე ამზადებს სამართლებრივ დოკუმენტებს.
იურიდიული დახმარების ბიუროში, კონსულტანტის გარდა, მუშაობენ ადვოკატები სისხლის სამართლისა და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, რომლებიც მონაწილეობენ სასამართლო პროცესებში და ბენეფიციარის ინტერესებს იცავენ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა.
იურიდიული კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონით შემდეგ ნომერზე: 14 85 ან 032 292 00. ონლაინ საშუალებით კონსულტაციის მიღებისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა: 1. სოციალური ქსელი - Facebook: იურიდიული დახმარების სამსახური / Legal Aid Service; 2. ელექტრონული ფოსტა: info@legalaid.ge; 3. მობილური საკონსულტაციო აპლიკაცია - იურიდიული დახმარების სამსახური.
ყველა სახის ტელეფონიდან აკრიფეთ ნომერი 14 85