21 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალს ესტუმრნენ.
ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგდა ჟურნალი "საზოგადოებრივი ადვოკატი" და მიეწოდა ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. მათ შორის: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, მიწის რეგისტრაციის, შრომის უფლებების, მემკვიდრეობის, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის და სხვა საკითხების შესახებ.
მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად ადვოკატებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრით ისარგებლეს და ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს დაინტერესებულ პირებს.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia)"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში ხორციელდება.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice