29 მარტს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ წარადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას, განხორციელებულ პროექტებს და გამოწვევებს.
დავით სიმონიამ უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.