17 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების მოსახლეობასთან.
სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ შეხვედრაზე ადგილობრივებს ესაუბრა უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ. პარალეგალებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა: ქალთა უფლებები, ნაადრევი ქორწინება, ოჯახში ძალადობა და მისგან თავდაცვის მექანიზმები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი მეწარმე ქალბატონები, რომლებმაც მიიიღეს სამართლებრივი კონსულტაციები სხვადსხვა საკითხთან დაკავშრებით.