2023 წლის 24-25 ნოემბერს, გაიმართა იურიდიული დახმარების საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა და დამტკიცდა შეფასების სისტემაში, მათ შორის, ცვლილებები მენტორთა სახელმძღვანელო წესებში. საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე ცვლილება შევიდა იურიდიული დახმარების სამსახურის დებულებაში და იურიდიული დახმარების გაწევის საგამონაკლისო კრიტერიუმებში.
გარდა აღნიშნულისა, სამსახურის მენეჯმენტმა და საბჭოს წევრებმა განიხილეს იურიდიული დახმარების სამსახურის 3 წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი და ისაუბრეს სამომავლო სტრატეგიულ მიზნებზე.
საბჭოს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ეფექტურს გახდის შეფასების სისტემის მოქმედებას, გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და ხელს შეუწყობს სამსახურის ინსტიტუციურ განვითარებას.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისთვის.