ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

23 აგვისტოს, ხარაგაულში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონსიძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა და იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს უფროსმა გელა ბერაძემ.

რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს წარუდგინა კონსულტანტი თეა ჯანგიანი, რომელიც ხარაგაულის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.

ოფისის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.