ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ხონში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

20 ივნისს ხონის მაგისტრ სასამართლოში იურდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა.

ნაფიცი მსაჯულები ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირები იყვნენ, ხოლო მოსამართლე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები და სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იყვნენ.

განიხილებოდა განზრახ მკვლელობის საქმე, რომელშიც ერთი ბრალდებული იყო.

ნაფიცმა მსაჯულებმა კარგად მოუსმინეს ორივე მხარეს, ბევრი იმსჯელეს და საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით, ბრალდებული პირი გაამართლეს.

ღონისძიება ჩატარდა იურიდიული დახმარების სამსახურის მოძრაობის - „აქციე კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, რაც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.