ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფელ შემოქმედს ეწვია

2023 წლის 21 ნოემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი სოფელ შემოქმედისკენ დაიძრა.

"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. პროექტი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)"კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში ხორციელდება.

ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.

ამასთანავე სოფლის რწუმენებულებმა ინფორმაციაა მიიღეს იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტების შესახებ და აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ მობილური ცენტრის განრიგების დაგეგმვის ნაწილში.

#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice