ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

პანელური დისკუსია თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“.

იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო პანელური დისკუსიების სერია მთელი საქართველოს მასშტაბით. 2022 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU - ს მხარდაჭერით, ჩატარდა პანელური დისკუსია თემაზე „სამედიცინო სამართლის აქტუალური საკითხები“.

პანელური დისკუსიის მიზანი იყო, როგორც სამედიცინო სამართლის სფეროში არსებული აქტუალური საკითხების განხილვა, იურისტებსა და მედიკოსებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ასევე მოსახლეობის, მათ შორის, სტუდენტების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება.