ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ქუთაისში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შრომითი უფლებები

7 ივნისს, ქალაქ ქუთაისში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შრომითი უფლებები

ტრენინგს უძღვებოდა იურისტი, სამართლის პროფესორი, სოფო ჩაჩავა.

შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - ბატონმა დავით სიმონიამ. ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელ - ირინა სეფერთელაძესთან ერთად.

ტრენინგის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოს ბიუროების საზოგადოებრივი ადვოკატები და კონსულტანტები.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შრომის ხელშეკრულების დადება, გამოსაცდელი ვადა და სტაჟირება, შინაგანაწესი და მისი თავისებურებები. შეხვედრა გაჯერებული იყო პრაქტიკული მაგალითებით.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგი განგრძობადი ხასიათისაა.