მიმდინარე წლის, 7 ივნისს, ქ. ქუთაისში იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებოთ - „ბავშვის მონაწილეობით სასამართლო საქმეების განხილვისას სამართალწარმოების თავისებურებები“.
შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სამართლის უზენაესობის საკითხებში რეგიონალურმა მრჩეველმა - ირინა ლორთქიფანიძემ. ასევე, ღონისძიძიებაზე ქუთაისის იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატმა, თამარ ობოლაძემ, გააკეთა მოხსენება. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო ამჟამინდელი პრაქტიკა და გამოწვევები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ მოსამართლეები, ადვოკატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა-ს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის.