ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე მონაწილეობდა „მედიაციის წელთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაში

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე მონაწილეობდა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, „მედიაციის წელთან“ დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც დონორი ორგანიზაციების - USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროგრამის და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეხვედრაზე ფართო საზოგადოებას წარუდგინეს მედიაციის წელთან დაკავშირებული საქმიანობა და გეგმები.

მიხეილ ხურციძემ აღნიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების უმრავლესობას გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგები. სამსახურსა და მედიატორთა ასოციაციას შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ჩაერთვება "მედიაციის წლის" კამპანიის დროს გამართულ აქტივობებში.