USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ კანონის უზენაესობის პირველი ფორუმი გამართა.
სესიებს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პარტნიორები, და მოიცავდა კანონის უზენაესობის აქტიური დაცვისა და პატივისცემის სტრატეგიების გაზიარებასა და განხილვას. დისკუსიების მთავარი ფოკუსი იყო ბავშის საუკეთესო ინტერესების დაცვის კრიტიკული გამოწვევების და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება მათ შორის ოჯახურ საქმეებში მედიაციის გამოყენების უპირატესობა.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა, ჯონ პენელიმ; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ; ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა კირთაძემ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ.
ღონისძიება ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ბათუმისა და ქუთაისის რეგიონული ჰაბების ფარგლებში.