ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ქეთევან მურადაშვილი

დირექტორის მოადგილე

ქეთევან მურადაშვილი საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებს 2023 წლის 3 აპრილიდან მანამდე  კი 2019-2023 წლებში იგი  იურიდიული დახმარების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. 


იურიდიული დახმარების სამსახურში საქმიანობამდე, სხვადასხვა პერიოდში მოღვაწეობდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვადასხვა საჯარო უწყებაში. 


2018 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი და მოიპოვა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო 2018-2020 წლებში სწავლობდა საქართველოს ალტე უნივერსიტეტში და გახდა კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი.