2021 წლის 11 ივნისს, სასტუმრო თბილისი-მერიოტში, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მოძრაობას „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“.
დეკლარაციას ხელი მოაწერეს:
- საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ,
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა,
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა,
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა თეა ახვლედიანმა,
- რეგიონული მმართველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თეიმურაზ შეყლაშვილმა,
- საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.
- საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ.
მოძრაობას მხარი დაუჭირა ევრო საბჭომ (COE) და “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” USAID/PROLoG -მა.
მოძრაობის ფარგლებში განხორციელდა
- გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებები;
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესები და გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო ღონისძიებები