იურიდიული დახმარების საბჭოს 2019 წლის 2 დეკემბრის #69 გადაწყვეტილებით იურიდიული დახმარების სამსახურში შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრი.
სასწავლო ცენტრის მისიას წარმოადგენს უწყვეტი პროფესიული სწავლების შედეგზე ორიენტირებული სისტემის შექმნა და განვითარება, იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლების, ადვოკატების და სხვა მიზნობრივი ჯგუფების განგრძობითი განათლების პროგრამების შემუშავება და ინოვაციური, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო მეთოდების დანერგვა.
მისიის შესაბამისად, სასწავლო ცენტრი პერიოდულად ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების საჭიროების ანალიზს და სამიზნე ჯგუფებს სთავაზობს შესაბამის სასწავლო პროგრამებს, ტრენინგებს, სემინარებს და სხვა ტიპის ღონისძიებებს.
2019 წელს, სასწავლო ცენტრის მიერ სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 20 ტრენინგი.
2020 წელს, სასწავლო ცენტრის მიერ სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა 33 ტრენინგი.
2021 წელს, სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარდა 51 ტრენინგი.