იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“-ს ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.
9 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა თბილისის N 169 სკოლის მოსწავლეებთან.
იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტმა მაია ნოზაძემ ბავშვებს გააცნო სამსახურის სერვისები და პროექტები. ასევე ისაუბრა თემებზე: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.
სამსახურის ფსიქოლოგებმა - თამარ სიმონიამ, ქეთევან ჯაყელმა და ნინო ჩაჩავამ ისაუბრეს ზემოაღნიშნულ საკითხებზე ფსიქოლოგიურ ჭრილში. ასევე გამოიყენეს ინტერაქციული მეთოდი და ბავშვებთან ერთად განიხილეს რამოდენიმე ქეისი. შეხვედრაზე მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.