იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ინიცირებული მოძრაობის „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში გრძელდება საინტერესო ინიციატივების განხორციელება.
ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჩატარდა პროექტ პარალეგალების პროექტის პრეზენტაცია. სამსახურის თანამშრომლებმა, პარალეგალებთან, ამერიკელ სტუმრებთან მოსამართლე, ჯეიმს რედვაინთან და ექსპერტ ალან დალთან ერთად გამართეს შეხვედრა ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ თხილნარის მოსახლეობასთან.
შეხვედრა გახსნა დირექტორის მოადგილემ დავით სიმონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.
გახსნის შემდგომ პარალეგალებმა ჯერ ქედაში, ხოლო შემდგომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში წარადგინეს პრეზენტაცია მოსახლეობისათვის ქალთა უფლებებისა და ტრეფიკინგის საკითხებზე. პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
შეხვედრის დასასრულს, სამსახურის იურისტებმა მოსახლეობას გაუწიეს ინდივიდუალური კონსულტაციები, მათთვის საინტერესო საკითხებზე. დამსწრეთა შორის იყვნენ პირები, რომლებიც სოფლებიდან ჩამოვიდნენ სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად. შეხვედრების ფარგლებში ხდება ასევე რეგიონებისათვის აქტუალურ საკითხებზე და საჭიეროებებზე ინფორმაციის შეგროვება, რასთან დაკავშოირებითაც სამსახური შემდგომ გამართავს კონსულტაციებს სხვადასხვა უწყებებთან დასაქართველოს პარლამენტთან.
მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის