მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
აღსანიშნავია, რომ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ სტუდენტი პარალეგალები, ხოლო ნაფიცი მსაჯულები - ქალაქ ბათუმში არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
იმიტირებულ პროცესზე მოსამართლეები გახლდნენ - იურიდიული დახმარების სამსახურის ბათუმის ბიუროს უფროსი იამზე ზანდარაძე და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ხათუნა ბოლქვაძე.
მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესის საქმის მასალები იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და შემდგომ გაცნობოდნენ კვალიფიციურ სამართლებრივ შეფასებებს. განსახილველმა თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია სკოლის მოსწავლეებში.
იმიტირებული პროცესი განხორციელდა პროექტის - "ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ს ფარგლებში.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს მხარდაჭერისათვის.