ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ჩატარდა შეხვედრა შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან

2024 წლის 30 მარტს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ), იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სამსახურის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა და წარდგენა შშმ პირთა თემისთვის.

შეხვედრა გახსნა დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძემ, სამსახურის მანდატზე და საქმიანობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად ისაუბრა ანალიტიკური და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ნოზაძემ, სამოქმედო გეგმაზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსმა თამრიკო ნაჭყებიამ. დამსწრე პირებს ასევე, გაეცნოთ ინფორმაცია სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებზე და თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

შეხვედრას დაესწრნენ შემდეგი ორგანიზაციები: გუშაგი; საქართველოს ყრუთა კავშირი; შშმ პირთა და მშობელთა კოალიცია “მოძრაობა ცვლილებებისთვის”. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სხვადასხვა საჭიროებებზე შშმ პირებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის და გამოკვეთეს რეკომენდაციები სამოქმედო გეგმის სათანადო აღსრულებისთვის.

შეხვედრის დასასრულს დაიგეგმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობა ორგანიზაციებს შორის.