28 თებერვალს, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკსა და სოფელ შრომაში შეხვედრები ჩაატარეს ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა. ადვოკატები, ტრადიციულად, შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, გააცნეს საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემა, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, მოიწოდეს ინფორმაცია მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე.
შეხვედრების მეორე ნაწილი კი დაეთმო მობილურ საკონსულტაციო ცენტრს, რომლის საშუალებითაც ურეკსა და შრომაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გაიარეს ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციები.
როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახურის "მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი მოეწყო და აღიჭურვა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ფარგლებში.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice #legalaid #las