ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ასოციაცია "მერკურს" შორის.

გაფორმდა მემორანდუმი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ასოციაცია "მერკურს" შორის.

22 მაისს, ზუგდიდში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და ასოციაცია" მერკურის" ხელმძღვანელმა ნანა თოდუამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმის მიზანია ქალთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და სავარაუდო მსხვერპლებისათვის სრულფასოვანი კრიზისული დახმარების გაწევა და გრძელვადიანი მხარდაჭერა.

იურიდიული დახმარების სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ასოციაცია "მერკურის" ბენეფიციარებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები არიან, გაუწიოს უფასო იურიდიული კონსულტაცია, უზრუნველყოს მათთვის სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და ადვოკატის მომსახურება.

ასოციაცია "მერკურის" ხელს შეუწყობს სამსახურის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა საგანმანათლებლო, ინფორმაციულ და ახალგაზრდულ ინიციატივებში ბენეფიციარების მაქსიმალურ ჩართვას, უზრუნველყოფს ბენეფიციარების გადამისამართებას და კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს ფსიქო-სოციალურ და სხვა სახის მხარდაჭერას სამსახურის მიერ გადამისამართებულ ბენეფიციარებს.