მიმდინარე წლის, 4 დეკემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც სკოლის მოსწავლეები ისე პედეგოგები. პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა - დავით სიმონიამ სკოლის მოსწავლეებს გააცნო სამსახურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, სერვისები და მიმდინარე პროექტები.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.