15 თებერვალს, ოზურგეთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები და მობილური საკონსულტაციო ცენტრი ესტუმრნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს -ნაბეღლავსა და ჩხაკაურას, რომელიც მაღალმთიანი ზონის სოფელია.
რთული კლიმატური პირობების და თოვლის მიუხედავად, იურისტებმა მოახერხეს ჩხაკაურას მცხოვრებლებთან შეხვედრა, გასაუბრება, ინფორმაციის მიწოდება იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებზე.
ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ნაბეღლავისა და ჩხაკაურას მცხოვრებლებმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები მიიღეს მათთვის საინტერესო თემებზე.
აღსანიშნავია, რომ “იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება. ცენტრი შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, გერმანიის მთავრობისა Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი გერმანიის საელჩო თბილისი და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP Georgia "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის მხარდაჭერით.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice