4 აგვისტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში, გაიმართა იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ნინო მელაძემ ისაუბრა ქსელის შექმნის ისტორიაზე, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის მენეჯერი ლევან ასათიანი, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენელი მარიამ გაბედავა და იურიდიული დახმარების მსამსახურის დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე.
ქსელის განახლებული დებულების პროექტი წარმოადგინა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანაშემწემ, სალომე დუდუჩავამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ უფასო სამართლებრივი დახმარების გამწვი საბიუჯეტო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა უმრავლესობა ქსელის დამფუძნებლები არიან.
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის მიზნებია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, იურიდიული დახმარების მდგრადი და ეფექტიანი გადამისამართების (რეფერალური) სისტემის შექმნა, იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა შორის ურთიერთთანამშრომლობისა და კოორდინაციის განმტკიცება.
მონაწილეებმა იმსჯელეს ქსელი ეფეტური ფუნქციონირებისათვის საჭირო საკითხებზე. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდეს რამდენიმე აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს ქსელი ამოქმედებას, დაიხვეწება ქსელში გაწევრიანებისა და გადამისამართების წესები. საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გაიზრდება მოსახლეობისათვის უფასო იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა და ქსელის წევრი ორგანიზაცების, თავიანთი საკანონმდებლო მანდატებიდან გამომდინარე, დროულ და ეფექტურ დახმარებას გაუწევენ ბენეფიციარებს.
ღონისძიება განხოციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა UNDP და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში. #undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice