ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
იურიდიული დახმარების სამსახურს, ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას შეეხება.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას. ასევე ის მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით; გადაწყდა, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ კონსულტაციის პროცესში მონაწილე ადვოკატებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას.