ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იურიდიული დახმარების სამსახურსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი, ეფექტიანი თანამშრომლობის დამყარების მიზნით იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის მთავარ მიზანს წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების ეფექტურად დაცვა და ამ მიმართულებით იურიდიულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები და დაიგეგმება საინფორმაციო ხასიათის პანელური დისკუსიების, კონფერებისა და ტრენინგების ჩატარება.