ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, 20 ივლისს, სვანეთში, ჩატარდა კონფერენცია თემაზე ტრადიციული სამართალი და თანამედროვე სამართლის სისტემა

მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის -მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში, 20 ივლისს, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე ტრადიციული სამართალი და თანამედროვე სამართლის სისტემა -შედარებითი ანალიზი.

კონფერენციას ესწრებოდნენ სვანეთის უხუცესები, რომლებიც ტრადიციულ მართლმსაჯულებაში დღემდე მონაწილეობდნენ, ასევე ადვოკატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები.

კონფერენცია გახსნა ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა. მოხსენებების შემდეგ კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც კონფერენციის ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

ღონისძიების ბოლოს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა სვანურ ტრადიციულ მართლმსაჯულებაში მონაწილე უხუცესები. ასევე დაჯილდოვდა იურიდიული დახმარების სამსახურის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მხცოვანი თანამშრომელი, მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი ავთანდილ ჯაფარიძე, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს მესტიაში უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას.