ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და სოფელ მუხაესტატეში, ჩატარდა პროექტ პარალეგალების პრეზენტაცია.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და სამსახურის მიმდინარე პროექტების შესახებ.
გახსნის შემდგომ პარალეგალებმა ჯერ ქობულეთში, ხოლო შემდგომ სოფელ მუხაესტატეში ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრეს ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა: მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, დამცავი და შემაკავებელი ორდერი.
შეგახსენებთ, რომ პროექტ პარალეგალის ფარგლებში, არაიურისტი პირები, იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი გადამზადების პროგრამის გავლის შემდეგ, ახორციელებენ მოსახლეობისათვის პირველადი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულებაზე თითოეული ადამიანის ეფექტური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
მადლობას ვუხდით USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას, პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.