2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.
#undp #undpgeorgia #germany #ruleoflaw #justice #justiceforall #accesstojustice