მიმდინარე წლის ნოემბრის დასასრულს იურიდიული დახმარების სამსახურმა მონაწილეობა მიიღო ცნობიერების ამაღლების კამპანიაში სამცხე-ჯავახეთში. ვიზიტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანიის ნაწილია, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღე გრძელდება.
შეხვედრების მიზანი იყო ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ძალადობა გამოვლილი ადამიანებისათვის დახმარების ძიების გზებისა და არსებული სერვისების შესახებ. იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ ნინო მელაძემ, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა შორენა ბოჭორიშვილმა და სამსახურის იურისტ-ანალიტიკოსმა თამრიკო ნაჭყებიამ შეხვედრების განმავლობაში წარადგინეს მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობის დაინტერესებულ ნაწილს შეეძლო შეხვედრების დასასრულს მიეღო უფასო სამართლებრივი კონსულტაცია.
ვიზიტის ფარგლებში იურიდიული დახმარების სამსახურთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
ვიზიტი განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL), შვედეთისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით.