ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

საქართელოს უზენაეს სასამართლოში გამართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

14 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურმა, საქართელოს უზენაეს სასამართლოში გამართა ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

ნაფიც მსაჯულები გახლდათ ქალაქ თბილისის N32-ე და N139-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი საფეხურის მოსწავლეები, ხოლო დაცვისა და ბრალდების მხარეს წარმოადგენდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები.

სკოლის მოსწავლეებმა დეტალური ინფრომაცია მიიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით. ასევე, იმიტირებული პროცესისის ქეისი ექსპერტების მიერ იმგვარად იყო შედგენილი, რომ ნაფიც მსაჯულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ ბავშვთა უფლებებთან დაკავშრებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და კვალიფიციური ადვოკატების მხრიდან მოესმინათ სამართლებრივი შეფასებები.

იურიდიული დახმარების სამსამხურის ფსიქოლოგებმა ნაფიც მსაჯულებზე დაკვირვებითა და სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე ჩაატარეს ნაფიც მსაჯულთა ფსიქოლოგ სოციალური კვლევა.

უნდა აღინიშნოს რომ მიმდინარე წელს იურიდიული დახმარების სამსახურიმა 20-მდე ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი განახორციელა.

პროცესის დაწყებამდე მოსწავლეებს ჩაუტარდათ ექვსკურსია უზენაეს საამართლოში.

იურიდიული დახმარების სამსახური მადლობას უხდის სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, პროექტის მიმდინარეობისას აქტიური თანამშრომლობისათვის.