29 მაისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი გიორგი ბაღდავაძე შეხვდნენ ლიეტუვის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ზივილი პოჟელინეს და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსს სანდრა სმულაიტეს.
შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოში იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული რეფორმები. ლიეტუველი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამართლის დიგიტალიზაციის, ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესმა, რომელიც მათ სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ გააცნო. ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის გაცნობა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურში. საუბარი შეეხო მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ განხორციელებული პროექტებასაც.
ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინეტრესო აღმოჩნდა მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების ანაზღაურების წესი, რომელიც ლიეტუევლმა კოლეგებმა წარმოადგინეს.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, სხვა საკითხებს შორის, ითვალისწინებს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის რეფორმების დარგში ინფორმაციის მიმოცვლას და შემდგომ თანამშრომლობას.