2023 წლის 29 სექტემბერს, ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი რომან კეიდია და კონსულტანტი ნინო მინჯია მონაწილეობდნენ შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ გასვლითი საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც გამყოფი ხაზის სოფელ ახალაბასთუმანში გაიმართა.
იურისტებმა შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს უფასო სამართლებრივი დახმარების პირობები, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის, დეპარტამენტის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო.
შეხვედრის ბოლოს ბიუროს წარმომადგენლებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს