2023 წლის 28 სექტემბერს, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პარალეგალებთან ერთად გაიმართა შეხვედრა.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ მოსწავლეებს ესაუბრა სამსახურის სერვისების შესახებ, ხოლო პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები როგორიცაა: ბავშვის უფლებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბულინგი. შეხვედრა წარიმართა მოსწავლეების აქტიური ჩართულობით. სკოლის მოსწავლეებს ინფორმააცია მივაწოდეთ იურიდიული დახმარების სამსახურის ჩვენი სერვისებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.