2023 წლის 8 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სამსახურის წარმომადგენლები თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს წევრებს და მოსახლეობას შეხვდნენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ, ლევან გვენეტაძემ და ანალიტიკური დეპარტამენტის სპეციალისტმა, თამარ ნაჭყებიამ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები და უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები, სამსახურის პროექტები. აღნიშნეს, რომ რეგიონში მოქმედებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადგილობრივი ბიურო და რამდენიმე საკონულტაციო ცენტრი.
შეხვედრის ბოლოს, თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლებმა პირადი იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს დაინტერესებულ პირებს.