26 აგვისტოს, ტყიბულში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ.
რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს წარუდგინა კონსულტანტი მარიამ ოყრეშიძე, რომელიც ტყიბულის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.
ოფისის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ტყიბულის მოსახლეობასთან. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.