ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ვანში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

25 აგვისტოს, ვანში, იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა გელა სიორდიამ.

რაჟდენ კუპრაშვილმა დამსწრე პირებს წარუდგინა კონსულტანტი ლანა უგულავა, რომელიც ვანის მოსახლეობას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე გაუწევს კვალიფიციურ კონსულტაციას.

ოფისის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ვანის მოსახლეობასთან. ადგილობრივებს მიეწოდათ ინფორმაცია სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების, უფასო იურიდიული სერვისებით სარგებლობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ.