ქ. გორში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეები შევთანხმდით, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გორის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც მენტორი-ადვოკატების ზედამხედველობით დაეუფლებიან ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.