ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ქ. გორში, იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შევთანხმდით, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გორის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც მენტორი-ადვოკატების ზედამხედველობით დაეუფლებიან ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.