2023 წლის 11 ნოემბერს ბათუმში პროექტ „პარალეგალის“ ფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები”.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ნინო ელბაქიძე. მან პარალეგალებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და დაცვის მექანიზმები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი“ ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში“.
მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.