ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
  • 1485 | +995 (32) 2920055
  • info@legalaid.ge

ბათუმში პარალეგალებმა შშმ პირთა უფლებებზე ტრენინგი გაიარეს

2023 წლის 11 ნოემბერს ბათუმში პროექტ პარალეგალისფარგლებში გაიმართა ტრენინგი, სახელწოდებით - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები.

ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - ნინო ელბაქიძე. მან პარალეგალებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: შშმ პირთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, საერთაშორისო სტანდარტები და დაცვის მექანიზმები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შეგახსენებთ, რომ პროექტი „პარალეგალი ერთ წელზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს და იგი ხორციელდება, მოძრაობა - „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომის ფარგლებში.

მადლობას ვუხდით USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა - ს პროექტის დაფინანსებისა და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის.